როგორც იცით, პირველ ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩატარდება სადაც ერთმანეთს "რეალი" და "დორტმუნდი" დაუპირისპირდებიან.
ყველაზე დიდი შეკითხვა საბოლოო დაპირისპირების წინ არის ის, თუ ვინ ჩადგება "რეალის" კარში, რადგან კურტუას ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ არ უთამაშია და ფორმაში არ არის, ლუნინს კი სიცხეები აწუხებს.
თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინელ კარის დარაჯს ბოლო კვირის განმავლობაში საერთოდ არ უვარჯიშია, ყველაფერი ნათელი ხდება. ბელგიელი კიპერი ხანგრძლივი ტრავმიდან გამოსვლის შემდეგ პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს.
რა ბედი მოელის ლუნინს? თუ მისი ტემპერატურა მატჩის განაცხადის შედგენამდე დარეგულირდება, იგი გუნდს გაჰყვება.