ფრანგული მედია : "ზურიკო პირველი ექვსი თვე კატასტროფა იყო, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა ვნახეთ" » სპორტის ხაზი

ფრანგული მედია : "ზურიკო პირველი ექვსი თვე კატასტროფა იყო, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა ვნახეთ"

ფრანგული მედია : "ზურიკო პირველი ექვსი თვე კატასტროფა იყო, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა ვნახეთ"
31-05-2024, 18:27
Aa Aa
გაზიარება:

ზურიკო დავითაშვილი ბორდოში სტაბილური სეზონის შემდეგ, საქართველოს ნაკრებთან ერთად ავსტრიაშია და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

ქართველის შედეგებმა ამ სეზონში მედიის ყურადღება მიიპყრო, თუმცა ფრანგი ჟურნალისტები იმ პერიოდსაც იხსენებენ, როდესაც ახალგაზრდა შემტევი სათანადო ფორმაში არ იყო.

ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, სამულ ვასლინი le Talk-თან საუბრისას: "ზურიკო დავითაშვილი ის ფეხბურთელია, რომელიც ძალიან მომწონს. მისი პირველი სეზონი ძალიან არასტაბილური იყო, თუმცა, ვისიამოვნე. ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო რამ ვნახეთ პირველ წელს.

ამ სეზონში მასზე იყო დამოკიდებული მთლიანად ბორდოს წინა ხაზი. ის უნდა გამხდარიყო გუნდის დინამიკა ლიგა 2-ში. თუ ბოლო 8 კვირაზე გელაპარაკებით, ამ მხრივ ზურიკომ დაგვანახა მისი პროფესიონალიზმი. ასეთი მთელი სეზონი რომ ჰქონოდა, ლიგა 2-ის ტოპ 3 მოთამაშეს შორის მოხვდებოდა და შესაძლოა საუკეთესო მოთამაშეც კი გამხდარიყო.

მაგრამ ექვსი თვის წინ ის კატასტროფული იყო. გიიონის დროს ის ძალიან ნეიტრალური იყო, შემდეგ რიერას დროს კი უბრალოდ კარიკატურა. პირველ თხუთმეტ მატჩში რიერას ხელმძღვანელობით, განსაკუთრებით ანჟეში, ბასტიაში და ყველა მატჩი, სადაც ის უნდა ყოფილიყო ის მოთამაშე, რომელსაც თამაში უნდა გაემწვავებინა, მას უბრალოდ ყველანაირი სურვილი დაკარგული ჰქონდა.. თუ გულახდილი შეფასება უნდა გავაკეთოთ, მისი სეზონი არ იყო კარგი. მაგრამ მეორე მხრივ, სეზონის ბოლო უნდა ვახსენოთ
"


შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა ამ სეზონში ბორდოს მაისურით 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიიწერა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი