საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ავსტრიაში ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს.
ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, შეკრების მეორე დღესაც გამოძახებული 26 ფეხბურთელიდან 14-მა ივარჯიშა. ეროვნულ ნაკრებს სხვა ლეგიონერები მომდევნო დღეებში შეუერთდებიან.
ამჟამად ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით წვრთნას შემდეგი მოთამაშეები გადიან:
მეკარე: გიორგი ლორია.
მცველები: გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე.
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი.
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია, ბუდუ ზივზივაძე.
9 ივნისს საქართველოს ეროვნული გუნდი ამხანაგურ შეხვერას პოდგორიცაში მონტენეგროსთან ჩაატარებს. ევროპის ჩემპიონატზე კი ნაკრები პირველ მატჩს 18 ივნისს თურქეთთან გამართავს.