როგორც იცით, "ოლიმპიაკოსმა" კონფერენს ლიგის ფინალში "ფიორენტინა" დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.
"ლურჯი იების" ზედიზედ მეორე მარცხი და ამ შემთხვევაში "ოლიმპიაკოსის" გამარჯვება ქართველებს ამ ტურნირზე ხელს უწყობს.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, "იბერიას" აქამდე კონფერენს ლიგის საგზურის მოსაპოვებლად პირველი ეტპიდან უნდა დაეწყო, მაგრამ ბერნძნების გამარჯვებით ისინი პირდაპირ მეორე ეტაპიდან დაიწყებენ ასპარეზობას.
"UEFA" ამის შესახებ ქართულ კლუბს ოფიციალურად უახლოეს დღეებში შეატყობინებს.
გიორგი მიქაძის "იბერია" საქართველოსა და მალტის თასის მოქმედი ჩემპიონია.
აქვე შეგახსენებთ იმ ფაქტსაც, რომ გასული წლის საქართველოს თასისი ფინალში "იბერიამ" "დინამო ბათუმი" დაამარცხა და კონფერენს ლიგის საგზურიც მოიპოვა.