"Two Four Four" EURO 2024-ზე მოასპარეზე ნაკრებების ლამაზი მაისურების რეიტინგს აქვეყნებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველების მაისური გამოცემას არ მოეწონა და ორივე (საშინაოც და საგარეოც) საუკეთესო 20-ის მიღმა დატოვა.
მათი აზრით საქართველოს გასვლითი მაისური საშნელებაა და წითელი ზოლი ყელის არეში არც უხდება და არც რაიმე აზრი აქვს, შესაბამისად 37-ე ადგილზე გაიყვანეს.
რაც შეეხება საშინაო ფორმას, ამ შემთხვევაში საქმე ოდნავ უკეთესადაა. "Four Four Two"-ის ექსპერტების უმრავლესობამ მაისურს საშუალო ქულები დაუწერა, თუმცა ერთი-ერთმა მათგანმა 10-დან 1 ქულით შეაფასა, რის შედეგადაც 30-ე ადგილზე გაიყვანა.
საშინაო ფორმების ტოპ 5 ასე გამოიყურება.
1. საფრანგეთი.
2. გერმანია
3. ავსტრია
4. ნიდერლანდები
5. დანია