"ჩელსისა" და ჩეხეთის ყოფილმა ლეგენდარულმა მეკარემ პეტრ ჩეხმა ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფზე ისაუბრა, სადაც მისი მშობლიური ნაკრები საქართველოს უშუალო მეტოქეა.
"ჩვენს ჯგუფს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს პორტუგალიელების სახით, დანარჩენი ნაკრებები ერთ დონეზე არიან და თამაში ყველა მათგანთან არის შესაძლებელი.
"საქართველოსთან და თურქეთთან გასამართ შეხვედრებში გადამწყვეტ ფაქტორს სათამაში ფორმა და იღბალი იქონიებს. პორტუგალია? მათმა საშალო ასაკმა მოიმატა, თუმცა სელესაო ევროპის ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია, თანაც რამდენიმე მოთამაშისთვის ეს უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატი იქნება, რაც მოტივაციას გაუზრდით",- აცხადებს ჩეხი.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ჩეხებს 22 ივნისს დაუპირისპირდება.