ახალი იმედით - ბელგია ევროპის ჩემპიონატზე კურტუას გარეშე მიდის » სპორტის ხაზი

ახალი იმედით - ბელგია ევროპის ჩემპიონატზე კურტუას გარეშე მიდის

ახალი იმედით - ბელგია ევროპის ჩემპიონატზე კურტუას გარეშე მიდის
28-05-2024, 14:19
Aa Aa
გაზიარება:

ბელგიის ეროვნული ნაკრების გერმანელმა დამრიგებელმა, დომენიკო ტედესკომ ევრო 2024-ისთვის სრული შემადგენლობა დაასახელა.

ახალგაზრდა სპეციალისტმა რამდენიმე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბელგიაში გამოჯანმრთელებული კურტუას დაბრუნებას ელოდნენ, ტედესკომ მადრიდის რეალის მეკარე განაცხადს მიღმა დატოვა.

გარდა ამისა, ტედესკომ ატლეტიკო მადრიდში სტაბილურად მოთამაშე აქსელ ვიტსელი ნაკრებში უკან დააბრუნა, არადა ვიტსელი ბოლო გამოძახებებზე ნაკრებში აღარსად ჩანდა.

აი, როგორი იქნება ბელგიის ნაკრების სრული შემადგენლობა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე:

მეკარეები: მატს სელსი, ტომას კამინსკი, კოენ კასტელსი

მცველები: ტიმოთი კასტანი, მაქსიმ დე კუიპერი, ვუტ ფაესი, თომას მუნიე, არტურ ტეატე, იან ვერტონგენი, ზინო დებასტი

ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი, იური ტილემანსი, ამადუ ონანა, ორელ მანგალა, არტურ ვერმეერენი, ასტერ ვრანქსი, აქსელ ვიტსელი

თავდამსხმელები: რომელუ ლუკაკუ, ჟერემი დოკუ, იოჰან ბაკაიოკო, ლეანდრო ტროსარი, დოდი ლუკებაკიო, ლოის ოპენდა, შარლე დე კეტელარე, იანიკ კარასკო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი