"ალ ნასრში" მოასპარეზე კრიშტიანუ რონალდუს დღეს შეუძლია მორიგი რეკორდი დაამყაროს.
კერძოდ, თუ იგი დღეს გოლს გაიტანს, საუდის პრო ლიგაში ეს მისთვის მიმდინარე სეზონში 34-ე იქნება და აბდერაზაკ ჰამდალაჰის რეკორდს გაიმეორებს.
მოროკოელმა ფეხბურთელმა 2018/19 წლებში შეძლო ამ რეკორდის დამყარება, ახლა კი კრიშტიანუ მას 1 ბოლო ტურის წინ ერთი გოლით მიუახლოვდა.
იმ შემთხვევაში, თუ რონალდუ მინიმუმ 2 გოლს გაიტანს, ყველაფერი მისთვის სასიკეთოდ წავა და იგი ჰამდალაჰის რეკორდს დაამხობს.
"ალ ნასრს" სეზონის ბოლო დაპირისპირება დღეს საღამოს, "ალ იტიჰადის" წინააღმდეგ უწევს, რომელიც მას ცხრილში 3 პოზიციითა და 25 ქულით უსწრებს.