სამ საუკეთესოს შორის - კვარაცხელიას მორიგი მიღწევა » სპორტის ხაზი

სამ საუკეთესოს შორის - კვარაცხელიას მორიგი მიღწევა

სამ საუკეთესოს შორის - კვარაცხელიას მორიგი მიღწევა
27-05-2024, 00:28
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიასთვის 2023/24 წლის საკლუბო სეზონი დასრულდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველმა ფეხბურთელმა რეკორდული რაოდენობის წარმატებული დრიბლინგი შემოგვთავაზა.

ხვიჩას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 101 წარმატებული დრიბლინგია (51 პროცენტიანი სიზუსტე) და მსგავსი შედეგი ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ვინისიუს ჟუნიორსა და კილიან მბაპესაც კი არ აქვთ.

დიახ, 100 წარმატებულ დრიბლინგს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3-მა ფეხბურთელმა გადააჭარბა, აქედან ერთი ხვიჩაა, მეორე მოჰამედ კუდუსი და მესამე სავიო.

შესაძლებელია თქვათ, რომ კვრაცხელიას გასულ სეზონთან შედარებით უფრო ცუდი წელი ჰქონდა, მაგრამ შარშან მან 75 წარმატებული დრიბლინგი შემოგვთავაზა (41%-იანი სიზუსტის მაჩვენებელი), წელს კი ეს შედეგი ბევრად გააუმჯობესა.



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი