უკვე პრემიერ ლიგაში - აზარტული თამაშების გამო ფეხბურთელს ბანი ემუქება » სპორტის ხაზი

უკვე პრემიერ ლიგაში - აზარტული თამაშების გამო ფეხბურთელს ბანი ემუქება

უკვე პრემიერ ლიგაში - აზარტული თამაშების გამო ფეხბურთელს ბანი ემუქება
24-05-2023, 01:13
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ლუკას პაკეტას თაობაზე გამოძიბა დაიწყო.

"ვესტ ჰემის" ფეხბურთელს 2022/23 წლების სეზონის დროს ფსონების ბაზარზე გავლენის განზრახ მოხდენაში ადანაშაულებენ.

კერძოდ, ბრაზილიელ შემტევს ბრალი ედება ყვითელი ბარათის სპეციალურად მიღებისთვის შემდეგი გუნდების წინააღმდეგ - "ლესტერი", "ასტონ ვილა", "ლიდსი" და "ბორნმუთი".

თუ მას ეს დანაშაული დაუმტკიცდა, ლუკას ფეხბურთიდან 9 თვით მოკვეთა ემუქრება ნიკოლო ფაჯიოლის ("იუვენტუსი") მსგავსად, რომელსაც დისკვალიფიკაცია 9-დან 7 თვემდე შეუმცირეს და მოედანს რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა.

არ დაგვავიწყდეს სანდრო ტონალიც ("მილანი"), რომელიც მსგავსი მიზეზის გამო აგრეთვე 9 თვით ჩამოაშორეს ფეხბურთს, მაგრამ დისკვალიფიკაციის პერიოდში იტალიელმა ფეხბურთელმა ფსონების განთავსება კვლავ განაგრძო, რის გამოც დისკვალიფიკაცია კიდევ გაუხანგრძლივეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი