პრემიერ ლიგის ფეხბურთელს ფსონების განთავსებაში ადანაშაულებენ » სპორტის ხაზი

პრემიერ ლიგის ფეხბურთელს ფსონების განთავსებაში ადანაშაულებენ

პრემიერ ლიგის ფეხბურთელს ფსონების განთავსებაში ადანაშაულებენ
23-05-2024, 20:25
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისური ვესთ ჰემისა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს, ლუკას პაკეტას ბრალი აზარტული ფსონების განთავსებაში ედება.

როგორც ბრიტანული მედია წერს, 26 წლის ფეხბურთელი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისგან ბეთინგის ბაზარზე ზეგავლენის მოხდენისთვისაა ბრალდებული. უახლესი ცნობების მიხედვით, რამდენიმე ინგლისური კლუბი ყვითელ ბარათებს განზრახ იღებდა, რაშიც პაკეტას წვლილიცაა შეტანილი.

აღნიშნული კლუბების სია ასე გამოიყურება: ლესტერი, ასტონ ვილა, ლიდსი და ბორნმუთი. ცხადია, თუ ბრაზილიელს ბრალდება დაუმტკიცდა და ყველაფერი დადასტურდა, ის ფეხბურთს არც თუ ცოტა ხნით ჩამოშორდება (ბოლო ინფორმაციით, 9 თვე).

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგაში ბეთინგისთვის უახლოეს წარსულში კიდევ ორი ფეხბურთელი იქნა დისკვალიფიცირებული, - აივან ტოუნი და სანდრო ტონალი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი