როგორ იცით, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანიოლომ იმ 26 ფეხბურთელის სია წარადგინა, რომლებიც გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე ქვეყანის სახელით იასპარეზებენ.
გთავაზობთ სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას, რომელშიც მხოლოდ 2 პოზიციაა საეჭვო:
ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ 3-5-2 განლაგება შეიცვალოს, მაგრამ შენგელიას ბოლო ტრავმიდან გამომდინარე, შესაძლოა წიტაიშვილი უკეთეს ფორმაში იყოს და სწორედ იგი ვიხილოთ მარცხენა ფლანგზე.
მეორე საორჭოფო საკითხი მიქაუტაძესა და ზივზივაძეს შორის ერთ-ერთის არჩევაა. რთულია, რომელიმე გამოარჩიო, რადგან ორივე მათგანი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს, რაც სანიოლისთვის საქმეს ართულებს, მაგრამ რაც დიდია კონკურენცია, მით მეტია მოტივაციაც და ხარისხიც.
თუმცა საბოლოოდ ვილი ამას მეტოქის სტილით გადაწყვეტს. შეიძლება ზოგ მცველებთან გიორგის მიიჩნევდეს უფრო ეფექტურს, ზოგთან ბუდუს.