ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ ლუკა მოდრიჩისა და "რეალის" საერთო მომავალი ცნობილი ხდება.
წყაროს ცნობით, ხორვატი ფეხბურთელი და მადრიდული გრანდის ადმინისტრაცია კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, რასაც უახლოეს პერიოდში დაადსტურებენ.
ლუკამ ხაზგასმით უთხრა კლუბს, რომ მას გუნდში დარჩენა სურს, რაზეც მადრიდელები თანახმა არიან.
მოდრიჩი ხელფასის თაობაზე პრობლემების შექმნას არ აპირებს, მისი ერთადერთი ამოცანა და სურვილი კლუბში დარჩენაა, სხვა არაფერი აინტერესებს.