საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში სტრასბურგმა გიორგი მიქაუტაძის მეცს 2:1 მოუგო მიუხედავად იმისა, რომ ქართველის გუნდი შეხვედრას ბოლო წუთებამდე იგებდა.
თამაშის დასრულების შემდეგ მეცის მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი მიქაუტაძე ჟურნალისტებთან გაჩერდა და მატჩი ასე შეაფასა:
"სამწუხაროა, რადგან თამაშზე ბოლოსკენ კონტროლი დავკარგეთ. გულდასაწყვეტია, ჩვენ ვლიდერობდით და ორი გოლი ბოლოსკენ გავუშვით. ზუსტად ასე მოხდა რენის წინააღმდეგაც, რომელთანაც ასევე ბოლო წუთებზე დაგვიტრიალდა ყველაფერი ცუდად", - თქვა გიორგიმ.
საქართველოს ნაკრების ფორვარდს მიმდინარე ლიგა 1-ის სეზონში უკვე 13 გოლი აქვს გატანილი.