დღეს "ვალენსიამ" და "რაიო ვალეიკანომ" უგოლო ფრე ითამაშეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, რომელმაც რამდენიმე ძალიან რთული ბურთი მოიგერია.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გიორგიმ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კარის მშრალად შენახვა მე-13-ს შეძლო.
წითელი ბარათის მიღების შემდეგ მამარდაშვილი შეცდომის გარეშე თამაშობს და მოწოდების სიმაღლეზეა, თანაც ისე, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშეც კი ხდება.