როგორც რამდენიმე წუთის წინ Corriere dello Sport-მა დაწერა, ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში გაძარცვეს!
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ფეხბურთელი შინ იმყოფებოდა, როდესაც მისი საცხოვრებელი სახლი გაქურდეს, ხოლო ხვიჩას თავისი ავტომობილი, კერძოდ "მინი კუპერი" გატეხილი და დაზიანებული დახვდა. როგორც დაიწერა, პოლიციამ აღნიშნული საკითხის შესახებ უკვე იცის და გამოძიებაც დაწყებულია.