ვინ შეცვლის ალფონსოს თუ იგი რეალში გადავა » სპორტის ხაზი

ვინ შეცვლის ალფონსოს თუ იგი რეალში გადავა

ვინ შეცვლის ალფონსოს თუ იგი რეალში გადავა
12-05-2024, 16:01
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში "რეალი" არ წყვეტს მუშაობას, რომ "ბაიერნს" ალფონსო დევისი გადაიბიროს.

თუ მადრიდელებს ეს გამოუვიდათ, "რეკორდმაისტერებს" მისი შემცვლელის პოვნა მოუწევთ, საამისოდ კი კანდიდატი მილანში მოეძებნებათ.

"Sky Germany" იუწყება, რომ ბავარიელები დევისის გასხვისების შემთხვევაში ტეო ერნანდესის გაფორმებას შეეცდებიან, რომლისთვისაც 60 მლნ ევრო ექნებათ გამზადებული.

ალფონსოსა და "ბაიერნის" ამჟამინდელი ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურებათ, მის გახანგრძლივებაზე კი საუბარი ჯერ-ჯერობით არ მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში თუ ამ ზაფხულში კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდნენ, მათ მოუწევთ, კანადელი ფეხბურთელი წელსვე გაასხვისონ, რომ მისი გაყიდვით სარგებელი მიიღონ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი