"ბარსელონას" ყოფილმა პორტუგალიელმა შემტევმა ნახევარმცველმა დეკუმ ის საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა.
"საუკეთესო თანაგუნდელი? შესაძლოა ბევრმა მესი ან რონალდუ დაასახელოს, მაგრამ მე სხვა აზრზე ვარ. დიახ, ისინი საუკეთესოები არიან და ამდენიხანი ასეთ დონეზე არავის უთამაშია.
"თუმცა თუ მე მკითხავთ აზრს, საუკეთესო თანაგუნდელი რონალდინიო იყო. მას ვერავის შევადერები. მისი თამაში სხვანაირად მაგიური იყო", - განაცხადა პორტუგალიელმა.
დეკუ "ბარსელონაში" 2004 დან 2008 წლამდე ასპარეზობდა და კარიერა 2013 წელს დაასრულა. 412 მატჩში მან 66 გოლის გატანა მოახერხა, რასაც ეროვნულ ნაკრებში გატანილი 5 გოლიც შეგვიძლია მივათვალოთ, რომელთა გატანაც მან 75 შეხვედრაში შეძლო.