რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ნაპოლისა და ბოლონიას შეხვედრა, რომელიც ბოლონიელებმა გასვლაზე 0:2 მოიგეს.
სამწუხაროდ, ამ წაგებით ხვიჩა კვარაცხელიას და მის ნაპოლის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის ყველანაირი შანსი გადაეწურათ.
ნაპოლი ამ ეტაპზე სერია A-ს მე-8 ადგილს 51 ქულით იკავებს, რაც მათთვის კონფერენს ლიგის საგზურის მომტანი იქნება.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ კლუბს არა ჩემპიონთა, თუმცა ევროპის ლიგაზე გასვლა შეუძლია. საამისოდ ნაპოლიმ დარჩენილი თამაშები უნდა მოიგოს, კონკურენტმა ლაციომ კი ქულები მაქსიმალურად კარგოს.