MLS-ის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელი "ინტერ მაიამის" თავდამსხმელი, ლეო მესი გახდა.
ვეტერანმა არგენტინელმა აპრილში 4 შეხვედრაში 6 გოლის, მათ შორის ორი დუბლის შესრულება შეძლო, ხოლო თანაგუნდელებს 4 საგოლე გადაცემით დაეხმარა.
"ინტერ მაიამი" მიმდინარე ჩემპიონატში 11 ტურის შემდეგ 21 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრაში კი 5 მაისს, "ნიუ იორკ რედ ბულსს" დაუპირისპირდება.