ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი ფლორო ფლორესი ნეაპოლურ კლუბზე საინტერესოდ საუბრობს:
"ვეთანხმები იმ აზრს, რომ ნაპოლის გულშემატკივრებმა თამაშებზე აუცილებლად უნდა იარონ და კრიზისის მიუხედავად, გუნდს გვერდში დაუდგნენ.
უბრალოდ, უნდა მოვერიდოთ ფეხბურთელებზე ზედმეტ მიჯაჭვულობას, მაგალითად მოვიყვან ოსიმენს და კვარაცხელიას.
სკუდეტოს მოგების შემდეგ, კვარაცხელია მარადონას ნაადრევად შევადარეთ, ოსიმენი კი ვან ბასტენს. ვფიქრობ, ბალანსის დაჭერაა საჭირო" - ამბობს ფლორო.