საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა ოცნების 11-ული შეადგინა.
მან 4-3-3 ტაქტიკა აირჩია და კარის დარაჯად ჯანლუიჯი ბუფონზე შეაჩერა არჩევანი.
მარჯვენა ფლანგზე კაფუ, მარცხნივ რობერტო კარლოსი, დაცვის ცენტრში კი რამოსისა და მალდონის დუეტი დააყენა.
რაც შეეხება ნახევარდაცვას, აქ თორნიკემ რონალდინიო, მარადონა და ზიდანი დაასახელა საუკეთესოებად.
შეტევის ტრიოდ კი კრიშტიანუ რონალდუ, რონალდო ლუის ნაზარიო და მესი აირჩია.
ავტორი: Davit Shakirovi