გუშინ გამართული შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს "უდინეზე" და "რომა" უპირისპირდებოდნენ, ნაადრევად დასრულდა, რადგან რომაელთა მცველმა ნ'დიკამ დაზიანება მიიღო.
ფეხბურთელი საავადმყოფოში დაუყონებლივ გადაიყვანეს და მას გამოკვლევები ჩაუტარდა.
გულის პრობლემების მიუხედავად, 24 წლის ფრანგის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მაქსიმალურად შეეცდება, გუნდს მალე დაუბრუნდეს.
თავად ნ'დიკაც თავს კარგად და მხნედ გრძნობს, რასაც საავადმყოფოდან გამოქვეყნებული ფოტოებიდანაც ვხედავთ. აღნიშნულ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო აქვეყნებს.