კანკავა და კაშია ჩემპიონები გახდნენ » სპორტის ხაზი

კანკავა და კაშია ჩემპიონები გახდნენ

კანკავა და კაშია ჩემპიონები გახდნენ
13-04-2024, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

დღეს გამართულ დაპირისპირებაში "სლოვან ბრატისლავამ" "სტრადასთან" ითამაშა და გუნდები უგოლოდ დაზავდნენ.

აქედან გამომდინარე ვლადიმერ ვაისის (საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი) გუნდმა სლოვაეთის ჩემპიონატში 67 ქულა დააგროვა, უახლოეს მდევარ "ტრანვას" 19 ქულით გაასწრო და ჩემპიონობა მოოპოვა.

მოგეხსენებათ, რომ "სლოვანის" ღირსებას ორი ქართველი ფეხბურთელი, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია იცავენ, შესაბამისად, თასის აღმართვა მათაც მოუწევთ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბრატისლავურმა კლუბმა მიჯრით მესამედ შეძლო და ქვეყნის ჩემპიონი გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი