როგორც იცით, ანტუან გრიზმანსა და მის მეუღლეს ერიკა ჩოპენერას სამი შვილი ჰყავთ.
დღეს 8 აპრილია, გრიზმანების ოჯახში კი ეს დღე განსაკუთრებულია, რადგან სწორედ ამ დღეს დაიბადა გრიზმანის სამივე შვილიც, მაგრამ სხვადასხვა წლებში.
2016 წელს მია, 2019-ში ამარო, ხოლო 2021-ში ალბა გრიზმანი დაიბადა.
ანტუანი ამჟამად "ატლეტიკოს" ღირსებას იცავს და 7 ნომრიან მაისურს ატარებს. მიმდინარე სეზონში 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 19 და 7-ჯერ მიითვალა საგოლე გადაცემა.