საქართველო ევრო 2024-ზე F ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი მეტოქეები პორტუგალიის, ჩეხეთისა და თურქეთის ეროვნული ნაკრებები იქნებიან.
აღსანიშნავია, რომ ვილი სანიოლის შეგირდები ევროზე პირველ შეხვედრას თურქეთის წინააღმდეგ გამართავენ, რომელმაც გუშინდელ ამხანაგურ შეხვედრაში დიდი ფიასკო განიცადა.
თურქებმა 26 მარტის თამაშში ავსტრიასთან 6-1 წააგეს, თუმცა ასეთი აუტსაიდერის სტატუსით თურქეთი ავსტრიაში სულაც არ ჩასულა.
თურქებს 3 გოლი გრეგორიშმა გაუტანა, თითო-თითო კი შლაგერმა, ბაუმგარტნერმა და ენტრუპმა გაიტანეს.
ცნობისთვის, საქართველო თავის პირველ შეხვედრას ევრო 2024-ზე 18 ივნისს გამართავს.