თბილისის დინამომ ბერძნული პაოკიდან 22 წლის თავდამსხმელი, ვასილიოს გორდეზიანი დაიმატა.
ახალგაზრდა შემტევის პირველ კომენტარს, ტრანსფერის შემდეგ, დედაქალაქური კლუბის სოციალურ ქსელში ვკითხულობთ:
"ბედნიერი ვარ, რომ თბილისის დინამოს ოჯახის წევრი გავხდი. მზად ვარ და გუნდის წარმატებისთვის 150 პროცენტით დავიხარჯები. მალე შევხვდებით დინამო არენაზე" - ამბობს გორდეზიანი.
ავტორი: Davit Shakirovi