გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის ეგიდით ვილიარელის წინააღმდეგ ბრწყინვალე მატჩი გამართა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
ქართველი მეკარის შესანიშნავი პერფორმანსი ესპანურ მედიას არ გამოჰპრავია.
აი, რას წერენ ისინი გიორგის შესახებ:
AS - "გიორგიმ თითქმის ყველაფრის აღება შეძლო. მისი თამაშიდან გამოსარჩევია მე-13 წუთის ეპიზოდი, როდესაც ორმაგი მოგერიება შეასრულა. გარდა ამისა, მან მოგვიანებით პენალტიც აიღო, ჯამში 6 სეივი. მამარდაშვილი თამაშის საუკეთესო ფეხბურთელია."
ELDESMARQUE - "გიორგი მამარდაშვილი ყველა გაცემულ ავანსს ამართლებს. ისტორიაში ქართველი მეკარე თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს", - წერენ ესპანეთში