სულ რამდენიმე წამის წინ დასრულდა ინტერისა და ნაპოლის პირველი ტაიმი, სადაც ანგარიში 1:0-ია.
მიუხედავად საწყის წუთებში ინტერის საგრძნობი უპირატესობისა, პირველი ტაიმის მეორე ნახევარში თამაში გათანაბრდა და განსაკუთრებული საგოლე ეპიზოდი არცერთი გუნდის კართან არ გვინახავს, თუმცა დარმიანმა ინტერი შესვენებაზე მაინც გამარჯვებული გაიყვანა.
რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს, მას უცხოურმა Sofascore-მ პირველ ნახევარში 6.8 სარეიტინგო ქულა დაუწერა.