ბერლუსკონის ოჯახმა მონცას გაყიდვა გადაწყვიტა - როგორია დეტალები? » სპორტის ხაზი

ბერლუსკონის ოჯახმა მონცას გაყიდვა გადაწყვიტა - როგორია დეტალები?

ბერლუსკონის ოჯახმა მონცას გაყიდვა გადაწყვიტა - როგორია დეტალები?
16-03-2024, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური მედიის ცნობით, ამერიკული კომპანია Orienta Capitals Partners მზად არის მონცას საკონტროლო პაკეტი შეისყიდოს. გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გარიგების ოდენობა 100 მილიონი ევროა.

მონცა რამდენიმე წლის წინ სილვიო ბერლუსკონიმ შეიძინა, როცა გუნდი სერია C-ში თამაშობდა. სწორედ მისი მმართველობით ლომბარდიელები ჯერ სერია B-ში აღზევდნენ, ხოლო ორი წლის წინ ისტორიაში პირველად მოიპოვეს სერია A-ს საგზური. ბერლუსკონი გასულ წელს გარდაიცვალა, მაგრამ კლუბს კვლავაც მისი ოჯახი ფლობს.

მონცა სერია A-ში 28 ტურის შემდეგ 39 ქულით მე-10 ადგილზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი