ცნობილია - შეძლებს თუ არა ჩაკვეტაძე 21 მარტს ლუქსემბურგის წინააღმდეგ თამაშს? » სპორტის ხაზი

ცნობილია - შეძლებს თუ არა ჩაკვეტაძე 21 მარტს ლუქსემბურგის წინააღმდეგ თამაშს?

ცნობილია - შეძლებს თუ არა ჩაკვეტაძე 21 მარტს ლუქსემბურგის წინააღმდეგ თამაშს?
11-03-2024, 01:45
Aa Aa
გაზიარება:

21 მარტს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში დინამო არენაზე ლუქსემბურგს მიიღებს.

აღნიშნული შეხვედრისთვის ჩვენი ნაკრებისთვის უდიდესი ძალაა უოტფორდის შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე.

9 მარტს, გიორგი ჩაკვეტაძემ ქოვენთრისთან მატჩისას მოედანი ტრავმის გამო შესვენების შემდეგ დატოვა.

ჩაკვეს ქოვენთრის მცველმა კოჭში ჩაარტყა, თამაშის გაგრძელება სცადა, თუმცა ვერ შეძლო. გიორგის მარცხენა ფეხის კოჭი გასიებული ჰქონდა და ტკივილი აწუხებდა.

როგორც დღეს გაირკვა, ჩაკვეტაძე ვარჯიშს 4-5 დღეში განაახლებს, ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმებამ მძიმე შედეგები არ აჩვენა.

ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალგაზრდა ქართველი შემტევი 21 მარტს ლუქსემბურგის წინააღმდეგ თამაშს მოახერხებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი