საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ვალენსიელთა რიგებში მიმდინარე სეზონშიც ძალიან კარგად გამოიყურება.
ჟურნალისტი მატეო მორეტო The Daily Briefing-თან ადასტურებს, რომ თუ ვალენსია კარგ წინადადებას მიიღებს, მაშინ გიორგის გუნდიდან გაუშვებს. ის ერთ-ერთი ტოპ-კანდიდატია, რომელსაც შეუძლია ესპანელებს დიდი თანხა მოუტანოს.
პრემიერლიგის კლუბებიდან ბოლო პერიოდში ძირითადად ჩელსიზე იწერებოდა და იწერება...
შეგახსენებთ, რომ ქართველ კარის დარაჯს მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 8 მშრალად შენახული კარი აქვს.
ავტორი: Davit Shakirovi