უკვე დიდი ხანია, ქართული საფეხბურთო კლუბებისთვის, სხვა არაფერი რომ არ ვთქვათ, სოციალურ ქსელებში გვერდების გაუმართავობა საკმაოდ პრობლემატური საკითხია.
ამ მხრივ, ქუთაისის "ტორპედომ" საკმაოდ სასიამოვნო ნაბიჯი გადადგა. კლუბის ინიციატივით, ამ სეზონიდან ყველა საშინაო მატჩის წინ და მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელი პრესკონფერენციას გამართავენ. ასევე გამოქვეყნდება პრესკონფერენციის სრული ვიდეოც.
ეროვნული ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩამდე, მედიასთან ქუთაისელთა თავკაცმა, სტივ კინმა ისაუბრა:
"რას ვეტყოდი გულშემატკივრებს? იყავით ისეთები, როგორიც ხართ. ჩვენ ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას, იქნება ეს საშინაო თუ გასვლითი მატჩი. ვგრძნობთ თქვენს განწყობას და გელით ხვალ სტადიონზე."- თქვა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.