იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში საბა საზონოვმა რომასთან შეცდომა დაუშვა და მისი გუნდი პენალტით დაჯარიმდა.
ამ ფაქტს იტალიურ მედიაში ეხმაურებიან და წერენ, რომ ერთი შეცდომის გამო ქართველი მცველი ჯვარზე არ უნდა აცვან:
"აუცილებელი წინაპირობაა, რომ ახალგაზრდებს შეცდომის დაშვების უფლება უნდა ჰქონდეთ, სხვანაირად არ გამოდის. შეიძლება, რომ საზონოვის შეცდომა მისი ასაკითა და გამოუცდელობით აიხსნას, რის გამოც ის არ იმსახურებს, რომ ჯვარზე აცვან", - წერენ იტალიაში
Sofascore-ს ვერსიით, საბა საზონოვის რომასთან გამართული შეხვედრა 6.0 სარეიტინგო ქულით შეფასდა.