იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში ფრანჩესკო კალცონას ნაპოლიმ სასუოლო 1:6 გაანადგურა.
აღნიშნულ შეხვედრაში კვარამ 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა, რის გამოც ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
თამაშის დასრულების შემდეგ კვარამ აღფრთოვანება ვერ დამალა და სოც.ქსელში პოსტი მოკლე წარწერით გამოაქვეყნა.
"რა სანახაობა იყო გუნდისგან! წინ!", - წერს ქართველი ვინგერი