უკვე თითქმის 100%-ით გადაწყვეტილია, რომ ნიგერიელმა ფორვარდმა, ვიქტორ ოსიმენმა სეზონის ბოლოს ნაპოლი უნდა დატოვოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით იტალიელი ჟურნალისტი, რუდი გალეტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ის წერს, ოსიმენის ოცნება ინგლისის ჩემპიონატში თამაშია, მისით კი ყველაზე მეტად ლონდონის ჩელსი ინტერესდება, რომელსაც ოსიმენის კლასის ცენტრალური თავდამსხმელი არ ჰყავს.
ცნობისთვის, 2023-24 წლების სეზონში ოსიმენმა 18 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.