საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი ესპანურ ვალენსიაში შესანიშნავი სეზონის ჩატარებას სტაბილურად განაგრძობს.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ვალენსიას რიგებში მორიგი რეკორდის დამყარება შეძლო.
საქმე ისაა, რომ მამარდამ მიმდინარე სეზონის ლა ლიგაში კარი მშრალად 8-ჯერ შეიანახა, რაც გიორგის აქამდე არასდროს გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ 2022/2023 წლების სეზონში მამარდაშვილმა ლა ლიგაში გოლგაუშვებლად შვიდი მატჩი ჩაატარა, ამაზე უკეთესი მაჩვენებელი კი გიორგის უკვე 25 ტურში აქვს!