როგორც უკვე იცით, გუშინ ოთარ კიტეიშვილმა კონფერენს ლიგის შეხვედრაში სლოვანის კარი აიღო და მისმა გუნდმა 4:1 მოიგო.
საინტერესოა თუ რამდენად გეგმავს ავსტრიულ კლუბში დარჩენას ოთარ კიტეიშვილი წარმატებული თამაშის შემდეგ:
"კლუბის წარმომადგენლებს ვესაუბრეთ, თუმცა წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, დაცდაა საჭირო", - ამბობს ოთარი, მისი სიტყვებიდან კი ვასკვნით, რომ თავად ფეხბურთელს შტურმის დატოვება არ სურს.
შეგახსენებთ, რომ სლოვანისა და შტურმის განმეორებითი შეხვედრა 1 კვირაში შედგება.