კრიშტიანუ რონალდუმ კიდევ ერთ დიდ და სასიამოვნო ნიშნულს მიაღწია.
აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "ალ-ფეიასთან" მატჩი პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის კარიერაში რიგით მე-1000 ოფიციალური შეხვედრა გახლდათ.
ასევე, რონალდუმ გოლიც გაიტანა და "ალ-ნასრმა" აღნიშნული გოლით 1:0 იმარჯვა.