ბორდოს ესპანელმა დამრიგებელმა, ალბერტ რიერამ ზურიკო დავითაშვილი კრიტიკისგან დაიცვა და ფეხბურთელი საჯაროდ შეაქო:
"მიუხედავად იმისა, რომ ზურიკო საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა."
"ბევრი ადამიანი მხოლოდ ბურთთან შეხებას აფასებს, მე კი მთლიან თამაშს ვაკვირდები და დავითაშვილი უბურთოდ საკმაოდ ბევრს იბრძვის."
"დადებითად შევაფასებ იმას, რასაც ზურიკო დავითაშვილი მთელი 90 წუთის განმავლობაში ჩვენთვის აკეთებს", - ამბობს რიერა
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილს ლიგა 2-ის ამ სეზონში ბორდოს მაისურით 2 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს მითვლილი.