თურქეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის შეხვედრაში ჰატაისპორმა შოთა არველაძის კარაგუმრუკს უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ კარაგუმრუკს თამაშის გადარჩენის საშუალება ჰქონდა, კერძოდ 86-ე წუთიდან, როდესაც სტუმრებმა 2 გაშვებულ ბურთს ერთის გატანით უპასუხეს, თუმცა 95-ზე კიდევ ერთი გოლი მიიღეს და დამარცხდნენ.
ქართველი სპეციალისტის გუნდი თურქეთის ჩემპიონატის მე-16 ადგილს 24 ქულით იკავებს და გასავარდნ ზონას მხოლოდ ერთი პოზიციით უსწრებს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ არველაძის კარაგუმრუკი თავის მომდევნო შეხვედრას 6 თებერვალს თურქეთის თასზე სამსუნსპორის წინააღმდეგ გამართავს.