თურქული სუპერლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში შოთა არველაძის გაწვრთნილმა "კარაგიუმრუკმა" სახლში "რიზესპორს" უმასპინძლა.
შეხვედრა მასპინძელთა გამანადგურებელი გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. პირველი შედარებით სუსტი ტაიმის შემდეგ (1:0) , არველაძის გუნდმა მეორე ტაიმში სამი ბურთის გატანა მოახერხა და შეხვედრაში ოთხ-ბურთიანი სხვაობა დააფიქსირა.
23 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ არველაძის გუნდს 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-16 პოზიციას იკავებს. (გასავარდნ ზონის უახლოეს მდევარ "გაზიანტეპს" 1 ქულით უსწრებს.)