ჩეფერინი პასუხობს - ჩემპიონთა ლიგის ფინალი საუდის არაბეთში? » სპორტის ხაზი

ჩეფერინი პასუხობს - ჩემპიონთა ლიგის ფინალი საუდის არაბეთში?

ჩეფერინი პასუხობს - ჩემპიონთა ლიგის ფინალი საუდის არაბეთში?
26-01-2024, 10:02
Aa Aa
გაზიარება:

უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუდის არაბეთში, ან ზოგადად ევროპის საზღვრებს მიღმა ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა.

“გავიგე, რომ ვიღაცები გაბედნიერდებიან, თუკი ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიიღებენ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება!” - განაცხადა 56 წლის სლოვენიელმა ბრიტანულ მედიასთან.

“ისინი იქ იმიტომ მიდიან, რომ კარგ კონტრაქტებს იღებენ. მე მათ ამის გამო არ განვსჯი, ყველას თავისი არჩევანი აქვს, მაგრამ მეტ-ნაკლებად აბსურდი და კარგი ხუმრობაა იმის თქმა, რომ თითქოს დასახმარებლად და ფეხბურთის განვითარებისთვის მიდიან.”

“თუ ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ ფანები მათ მთვარეზეც გაჰყვებიან, ძალიან ცდებიან. საერთოდ არ ვღელავ, რადგან ევროპულ ფეხბურთს ძლიერი ფესვები აქვს. ფეხბურთი ევროპის კულტურა და ისტორიაა. ამას ვერ იყიდი.”

“კვლავ ჩემ აზრზე ვარ, რომ ეს არასდროს უნდა მოხდეს, რადგან ფეხბურთს, როგორიც გვიყვარს, დაასამარებს, ამას კი არ დავუშვებთ. ვფიქრობ, ამაზე საუბარიც კი ფეხბურთის შეურაცხყოფაა. ჩემთვის სუპერლიგის დასრულებულია.”
- ამბობს ჩეფერინი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი