დინამო თბილისის ყოფილმა ფეხბურთელმა, 54 წლის ახრიკ ცვეიბამ კონსტანტინე მარადიშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა.
როგორც ის ამბობს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მარადიშვილს კარი უნდა გაიღოს და ამაში დანაშაულებრივი არაფერი იქნება ჩადებული:
"ფეხბურთელმა თავად გამოთქვა საქართველოში თამაშის სურვილი, რაზეც მსჯელობა ადამიანურადაა აუცილებელი და არა აგრესიით."
"საქართველოში თამაში თავად კონსტანტინესაც დაეხმარება, რომელიც ფსიქოლოგიურ წნეხს მოიხსნის და მინდორზე გაცილებით თავდაჯერებული გამოჩნდება."
"მიმაჩნია, რომ საქართველომ ის უნდა მიიღოს, რადგან მათთან თამაში თავად ფეხბურთელმაც ისურვა", - ამბობს ცვეიბა