ცენტრალური აზიის კლუბი აქტიურობს - რა ხდება ზურიკო დავითაშვილის თავს? » სპორტის ხაზი

ცენტრალური აზიის კლუბი აქტიურობს - რა ხდება ზურიკო დავითაშვილის თავს?

ცენტრალური აზიის კლუბი აქტიურობს - რა ხდება ზურიკო დავითაშვილის თავს?
24-01-2024, 12:33
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ბორდოსთან დაკავშირებულმა ვებსაიტმა, კერძოდ WebGirondins-მა დაწერა, კლუბში სერიოზული ფინანსური კრიზისია, რის გამოც, შესაძლოა, რომ გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი წავიდეს.

მათი ინფორმაციის მიხედვით, პოტენციურ წამსვლელთა სიაშია ზურიკო დავითაშვილიც, რომელიც ცენტრალური აზიის კლუბს დაუკავშირეს (ზუსტი ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია).

ვკითხულობთ, რომ საბოლოო პასუხი თავად ფეხბურთელზე უნდა იყოს დამოკიდებული, თუმცა ეჭვი არაა, რომ აზიიდან ზურიკოს გაცილებით კარგ ფინანსურ პირობებს შესთავაზებენ.

ცნობისთვის, ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა ლიგა 2-ის ამ სეზონში ბორდოს მაისურით ჯამურად 20 თამაში გამართა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი