იტალიის სუპერთასის ფინალში "ნაპოლი" დამარცხდა, შეხვედრა დრამატულ სცენარში წარიმართა, მეტად დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ "ინტერის" გამარჯვებით 0:1 დასრულდა. გოლის გატანა "ინტერიდან" ლაუტარო მარტინესმა 90+1 წუთზე მოახერხა.
ნეაპოლელთა შემტევი ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან 70-ე წუთზე გაიყვანეს.