გიორგი მიქაუტაძის მეცი ლიგა 1-ის რიგით მე-18 ტურის შეხვედრაში ტულუზას მასპინძლობდა, რომელიც მათ 0:1 დათმეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მეცის დამრიგებელმა რამდენიმე სიტყვა სწორედ ქართველი ფორვარდის შესახებ თქვა:
"გიორგი მიქაუტაძის დაბრუნება? - ცხადია, ეს ძალიან კარგი ფაქტია, რაც ძალასა და ენთუზიაზმს გვმატებს, თუმცა მხოლოდ ამის იმედზე ვერ ვიქნებით."
"რა თქმა უნდა, ფეხბურთი ინდივიდების სპორტია და კონკრეტულ მოთამაშეებს მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ, მაგრამ საქმე ყოველთვის ასე არ მუშაობს."
"ვფიქრობ, რომ გიორგი კარგი ფიზიკური ფორმით დაბრუნდა და ასეთივე მატჩი ჩაატარა", - თქვა რუმინელმა ლასლო ბოლონიმ