საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ მეცში დაბრუნება გოლის გატანით ვერ აღნიშნა.
ქართველი ფორვარდის გუნდი ლიგა 1-ის რიგით მე-18 ტურის შეხვედრაში ტულუზას მასპინძლობდა, რომელიც მათ 0:1 დათმეს.
ცხადია, თავიდანვე სასტარტო XI-ში იმყოფებოდა გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც მატჩის შემდეგ 6.9 სარეიტინგო ქულა დაუწერეს.
ცნობისთვის, ამ მომენტისთვის მეცი საფრანგეთის ლიგის მე-15 ადგილს 16 ქულით იკავებს.