იტალიის ჩემპიონატის რიგით მე-20 ტურში საბა საზონოვის ტორინო ჯენოას ესტუმრა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი კვლავ სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა შეხვედრაში მონაწილეობა ბოლოსკენ მაინც მიიღო.
ივან იურიჩმა საზონოვი მინდორზე 84-ე წუთზე ჯიჯის ტრავმის შემდეგ შეუშვა, რის გამოც გაჩნდა შანსი, რომ საბამ მომდევნო მატჩი პირდაპირ სასტარტო XI-დან დაიწყოს.
ცნობისთვის, ტორინოს მომდევნო შეხვედრა 26 იანვარს გაიმართება, მეტოქე კი კალიარი იქნება.