"აი, რაში აღემატება ხვიჩა კვარაცხელია დანარჩენ ქართველებს" - ირაკლი აზაროვი » სპორტის ხაზი

"აი, რაში აღემატება ხვიჩა კვარაცხელია დანარჩენ ქართველებს" - ირაკლი აზაროვი

"აი, რაში აღემატება ხვიჩა კვარაცხელია დანარჩენ ქართველებს" - ირაკლი აზაროვი
12-01-2024, 12:24
Aa Aa
გაზიარება:

უცხოურ მედიაში დონეცკის შახტარისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველის, ირაკლი აზაროვის კომენტარი ვრცელდება, რომელსაც ის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ აკეთებს:

"ხვიჩას დიდი ხანია ვიცნობ - 10 წლიდან ერთად ვთამაშობთ. ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, როდესაც ის ნაპოლიში გადავიდა და უმალ უმაღლესი დონის თამაში აჩვენა. ყოველთვის ვუქომაგებ და მისი ნომერ პირველი ფანი ვიქნები."

"მას აქვს ნიჭი და შეუპოვარი ხასიათი. ვფიქრობ, სწორედ ამის წყალობით არის წინ. ბევრმა ქართველმა ფეხბურთელმა, სათანადო ხასიათის არქონის გამო, დაღუპა თავისი კარიერა. ხვიჩა შინაგანი ძალით გამორჩეულია."

"ბუნებრივია, როდესაც ხედავ, რომ შენი მეგობარი ხასიათისა და პროფესიონალიზმის წყალობით, ამ დონეს აღწევს, ცდილობ, მისგან მაგალითი აიღო და მიბაძო"
, - თქვა ირაკლი აზაროვმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი